ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი ჭარბი რაოდენობით ჰორმონებს გამოყოფს. ამ დროს იზრდება მეტაბოლიზმის სიჩქარე და ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები და გართულებები.

ჰიპერთირეოზის მიზეზები

  • გრეივსის დაავადება – ჰიპერთირეოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

  • ტოქსიკურ-კვანძოვანი ჩიყვი

  • ჩუმი (ლიმფოციტური) თირეოიდიტი

  • პოსტპარტუმ ჰიპერთირეოზი – მშობიარობის შემდეგ განვითარებული გარდამავალი ჰიპერთირეოზი, რომელსაც შესაძლოა  მოჰყვეს ჰიპოთირეოზი.

  • ქვემწვავე (გრანულომატოზური) თირეოიდიტი – ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რომელიც ხშირად გადატანილი ვირუსული ინფექციების შემდეგ ვითარდება.

  • ლევოთიროქსინის ჭარბი დოზირება

ჰიპერთირეოზის სიმპტომები

  • სწრაფი, ძლიერი და/ან არარეგულარული გულისცემა

  • შფოთვა, გაღიზიანება, უძილობა

  • სისუსტე და ტრემორი

  • სიცხის აუტანლობა

  • წონაში კლება გაძლიერებული მადის მიუხედავად 

  • ნაწლავების გახშირებული მოქმედება

დიაგნოზი

ჰიპერთირეოზის დიაგნოზი სისხლის ანალიზებით დგინდება, მათ შორისაა: TSH, FT4/TT4 და FT3/TT3. ჰიპერთირეოზის მიზეზის დასადგენად (გრეივსის დაავადება, ტოქსიკური კვანძოვანი ჩიყვი ან თირეოიდიტი), შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია ან სისხლში ანტისხეულების დონის განსაზღვრა.

მკურნალობა

1. მედიკამენტოზური მკურნალობა

  • ანტითიროიდული მედიკამენტები – მეთიმაზოლი და პროპილთიოურაცილი ამცირებს ფარისებრი ჰორმონების წარმოქმნას. მეთიმაზოლი ნაკლები გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა.

  • ბეტა ბლოკერები – (მაგ., ატენოლოლი, პროპრანოლოლი) არ ამცირებენ ჰორმონების გამომუშავებას, მაგრამ ხელს უწყობენ სიმპტომების მართვას.

2. რადიოიოდინით მკურნალობა

ფარისებრი ჯირკვლის დესტრუქცია რადიოაქტიური იოდის მცირე დოზით, ხშირად იწვევს ჰიპოთირეოზს, რაც საჭიროებს ჰორმონულ ჩანაცვლებით თერაპიას. რადიოიოდინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

3. ქირურგია (სრული თირეოიდექტომია)

რეკომენდირებული შემდეგ შემთხვევებში:

  • დიდი მოცულობის ფარისებრი ჯირკვალი ბლოკავს სასუნთქ გზას

  • გამოვლინდა მედიკამენტების ძლიერი გვერდითი ეფექტები 

  • ფარისებრ ჯირკვალში საეჭვო კვანძის არსებობა, რომელიც შეიძლება სიმსივნური იყოს.

  • გრეივსის ორბიტოპათია 

  • ორსულობის დაგეგმვისას რადიკალური მკურნალობის საჭიროება

ჰიპერთირეოზი და ორსულობა

Create a free website with Framer, the website builder loved by startups, designers and agencies.