ჩვენ შესახებ
მოგესალმებით EndoHub-ში!
EndoHub არის კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაცია, დაფუძნებული 2024 წელს ენდოკრინოლოგთა გუნდის მიერ.
ჩვენი მისიაა ენდოკრინოლოგიის, როგორც მედიცინის დარგის განვითარება, პაციენტის განათლებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის გამოყენებით.
EndoHub-ის მიზანია, შეიქმნას თანამშრომლობითი სივრცე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, მკვლევარებისა და პაციენტებისათვის, რათა ერთობლივად გავაუმჯობესოთ ენდოკრინული დაავადებების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხი.
ჩვენი ასოციაციის მიზნები და ამოცანები:
კლინიკური ენდოკრინოლოგიის საუკეთესო პრაქტიკის ოპტიმიზაცია ინდივიდუალური პაციენტისა და ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად
ინკლუზიური სივრცის შექმნა ცოდნის, გამოცდილებისა და მიზნების გასაზიარებლად
პაციენტებისთვის სამედიცინო ინფორმაციის მიწოდება დაავადებების მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად
სხვადასხვა სუბსპეციალობის ექიმებთან და სამეცნიერო საზოგადოებებთან მჭიდრო კოორდინაცია
საგანმანათლებლო ღონისძიებების უზრუნველყოფა ენდოკრინოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობადობის გასაზრდელად
ამჟამად საქართველოში ხელმიუწვდომელი სამკურნალო თუ სადიაგნოსტიკო საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება სახელმწიფო მარეგულირებელ სტრუქტურებთან და ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზების ერთობლივი გადაწყვეტა
ამ მიზნების მიღწევით, ჩვენი ასოციაცია ხელს შეუწყობს ენდოკრინულ დაავადებებზე ცბობიერების ამაღლებას და უზრუნველჰყოფს პაციენტთა მოვლის უმაღლეს სტანდარტს.
ჩვენი გუნდი

ანი მახათაძე, M.D.
ანი მახათაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. სამედიცინო კარიერა დაიწყო სტაჟირებით „მედიქლაბ ჯორჯიაში“ 2010-2012 წლებში. 2013-2016 წლებში მუშაობდა ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში, როგორც უმცროსი ექიმი.
მას შემდეგ, აქტიურად მონაწილეობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჰოსპიტალური მენეჯმენტისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტში. COVID-19-ის პანდემიის დროს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ტელემედიცინის ინიციატივის განვითარებაში. აღნიშნულმა პროექტმა დანერგა ვირტუალური კლინიკები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების დისტანციურ კონსულტაციას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას და ოპტიმიზაციას უკეთებდა სამედიცინო პერსონალის დროს. ეს ინიციატივა გადაიქცა მოდელად სახელწოდებით „გაძლიერება ციფრული ჯანმრთელობის მეშვეობით“, რომელიც ქმნიდა ვირტუალურ სივრცეებს რეალურ დროში პაციენტთა მხარდაჭერისთვის.
2024 წელს ანი მახათაძე გახდა კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაცია „EndoHub“-ის დირექტორი და თანადამფუძნებელი, ასოციაცია მიზნად ისახავს პროფესიული თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ნინო ზავრაშვილი, M.D.
ნინო ზავრაშვილი სერთიფიცირებული ენდოკრინოლოგია, რომელსაც აქვს ათწლეულზე მეტი გამოცდილება კლინიკურ პრაქტიკაში, აკადემიურ საქმიანობასა და სამეცნიერო კვლევებში. ამჟამად ის იკავებს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც დანერგა და უძღვება რეზიდენტურის პროგრამას ენდოკრინოლოგიაში.
ნინო არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი და დოქტორანტი. ნინო ზავრაშვილი სხვადასხვა წლებში იყო მოწვეული კლინიცისტი Mayo Clinic-ში, (მსოფლიოს რეიტინგით #1 ჰოსპიტალი, როჩესტერი, აშშ), სადაც მიიღო ფართე გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია კომპლექსური ენდოკრინული დარღვევების მართვაში.
მან დაამთავრა დავით ტვლდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდეგ კი გაიარა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ნინოს ჩაბარებული აქვს ამერიკის სალიცენზიო გამოცდების (USMLE) სამივე საფეხური, არის ECFMG (აშშ) სერთიფიცირებული, ხოლო ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადეობის (ESE) და ევროკავშირის სამედიცინო სპეციალისთა (UEMS) სერთიფიკატი მიიღო 2019 წელს.
ნინო ზავრაშვილი არის მრავალი საერთაშორისო ენდოკრინოლოგიური საზოგადოების წევრი. ის თანადამფუძნებელია როგორც კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის (EndoHub), ასევე საქართველოს კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის, რომელმაც 2018 წელს უმასპინძლა მეიოს კლინიკის ექსპერტებს ენდოკრინოლოგიაში.
იგი რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორებიცაა The Journal of the Endocrine Society, Lancet Diabetes & Endocrinology, Frontiers in Pediatrics და სხვა.
მისი სამეცნიერო ინტერესებია: თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები, ენდოკრინული ჰიპერტენზია, ჰიპოფიზის დაავადებები და მეტაბოლური დარღვევები. ნინო ასევე მონაწილეობს კლინიკურ კვლევებში როგორც მთავარი მკვლევარი და თანამკვლევარი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის Mayo Clinic-ის აკადემიური ჯილდო, წლის ლექტორი (2017, 2018), ზალცბურგის კოლუმბიის სემინარის აკადემიური მიღწევის ჯილდო და ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების გრანტები.

ნათია მარგველაშვილი, M.D.
ნათია მარგველაშვილი არის ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ბორდ-სერტიფიცირებული ენდოკრინოლოგი, ენდოკრინული დაავადებების მართვის მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით. მისი ინტერესის სფეროა ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები. მან მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში და გაიარა რეზიდენტურა კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.
იგი მოწვეული ლექტორი იყო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა ბიოქიმიას და კლინიკურ უნარჩვენებს ენდოკრინოლოგიაში. ამჟამად მუშაობს თბილისის მედიცინის ინსტიტუტში, სადაც კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად აქტიურად არის ჩართული სამედიცინო განათლებაში, აკადემიურ საქმიანობასა და კლინიკურ კვლევებში. მისი მიდგომა ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობას და პაციენტზე მორგებულ მიდგომას. ნათია მარგველაშვილი რეგულარულად მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ევროპის ჟურნალ Endocrine Abstracts-ში. მას 2023 წელს მიღებული აქვს ევროპის ენდოკრინოლოგიის, დიაბეტისა და მეტაბოლიზმის ბორდის სერტიფიკატი. ასევე, სერტიფიცირებულია ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევასა და ენდოკრინული დაავადებების მართვის თანამედროვე მიდგომებში.
ნათია ფლობს ქართულს (მშობლიური ენა), ინგლისურს და რუსულს, და არის რამდენიმე წამყვანი პროფესიული ორგანიზაციის წევრი, მათ შორის ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (ESE), ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაცია (ETA) და ამერიკის ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (ES).

ნათია შონია, M.D.
ნათია შონია სერთიფიცირებული ენდოკრინოლოგია. მან დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შემდგომ თბილისის მედიცინის ინსტიტუტის რეზიდენტურა ენდოკრინოლოგიის მიმართულებით, სადაც ამჟამად აქტიურად საქმიანობს როგორც ზოგადი ენდოკრინოლოგი. მისი განსაკუთრებული კლინიკური ინტერესი მოიცავს ოსტეოპოროზსა და პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებებს.
ნათიას აქვს ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ის აქტიურად არის ჩართული კლინიკურ პრაქტიკაში, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებსა და კონფერენციებში, ავტორი და თანაავტორია მრავალი პუბლიკაციის, რაც საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს ენდოკრინოლოგიის სფეროში მიმდინარე უახლეს განვითარებებს.
ნათია შონია მოწვეული ლექტორია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში.
ნათია სერთიფიცირებულია კლინიკური დენსიტომეტრიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISCD) და სამედიცინო ტექნოლოგიების მართვის ინსტიტუტის (MTMI) მიერ დენსიტომეტრიასა და სხეულის აგებულების დენსიტომეტრიულ კვლევაში, ასევე არის ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (ESE), ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციისა (ETA) და ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების (ES) წევრი.

ქეთევან გვაზავა, M.D.
ქეთევან გვაზავა ენდოკრინოლოგიის ექიმი რეზიდენტია, რომელიც ამჟამად სამედიცინო პრაქტიკას მერილენდში, აშშ-ში გადის. ქეთევანმა მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტიდან, რომელიც მან 2019 წელს წარჩინებით დაამთავრა და დაჯილდოვდა რექტორის პრემიით. მისმა შრომამ და აკადემიურმა მომზადებამ მისცა შესაძლებლობა, გამოცდილება შეეძინა კლინიკურ და სასწავლო მიმართულებებში, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში.
რეზიდენტურის დაწყებამდე, ქეთევანმა წარმატებით ჩააბარა აშშ-ს სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები (USMLE) – I, II და III ეტაპები. მისი კლინიკური კარიერა დაიწყო თბილისის მედიცინის ინსტიტუტის (TIM) ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში, სადაც ის ჯერ უმცროსი ექიმი, ხოლო შემდგომ ექიმი რეზიდენტი იყო, 2020-2024 წლებში. 2024 წლის ივნისიდან იგი მუშაობს რეზიდენტ ექიმად Anne Arundel-ის სამედიცინო ცენტრში, ანაპოლისში, მერილენდში.
ქეთევან გვაზავა მიწვეული ლექტორი იყო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა მიკრობიოლოგიას, ენდოკრინოლოგიასა და კლინიკურ უნარჩვევებს. მისი საქმიანობა ასევე ვრცელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში — ის არის ვაქცინოლოგიისა და იმუნიზაციის ასოციაციის (AIVA) თანადამფუძნებელი და ასევე მუშაობდა პროექტის მენეჯერისა და კოორდინატორის პოზიციაზე პროგრამებში „ახალგაზრდა ექიმები პანდემიის წინააღმდეგ“ და „ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის“, პროგრამები ხორციელდებოდა UNICEF-ისა და USAID-ის პარტნიორობით.
ქეთევან გვაზავა აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში. მას წარდგენილი აქვს მრავალი პაციენტის კლინიკური შემთხვევის მიმოხილვა ევროპის ენდოკრინოლოგიის კონგრესზე, ისეთ თემებზე, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, პანჰიპოპიტუიტარიზმი, ოსტეოპოროზი და აუტოიმუნური სინდრომები. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ Endocrine Abstracts-ში.
ქეთევანი არის ენდოკრინოლოგიის საზოგადოებისა (Endocrine Society - ES) და ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE) წევრი. ის თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს, ასევე საუბრობს რუსულ ენაზე. ქეთევანი მუდმივად განაგრძობს განათლების მიღებას, რათა მისმა პრაქტიკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სამედიცინო და ჯანდაცვის სეგმენტის განვითარებაში.

ქეთევან ჭანტურიშვილი, M.D.
ქეთევან ჭანტურიშვილი არის სერთიფიცირებული ენდოკრინოლოგი. მან მედიცინის აკადემიური ხარისხი მიიღო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში (DTMU), ხოლო კლინიკური გამოცდილება მიიღო გერმანიის წამყვან ჰოსპიტალებში: Charité – Universitätsmedizin Berlin, Deutsche Herzzentrum Berlin და MVZ Medicover Berlin-Mitte.
ამჟამად მოღვაწეობს თბილისის მედიცინის ინსტიტუტში (TIM), როგორც ექიმი ენდოკრინოლოგი და არის მოწვეული ლექტორი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში.
კლინიკური და აკადემიური საქმიანობის პარალელურად, ქეთევან ჭანტურიშვილი აქტიურად არის ჩართულია კლინიკურ კვლევებში.
ქეთევანი არის ავტორი და თანაავტორი მრავალი პუბლიკაციისა, რომელთაგან რამდენიმე წარდგენილი იყო წამყვან საერთაშორისო კონგრესებზე, მათ შორის ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (ECE) და ამერიკის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ENDO) ყოველწლიურ შეხვედრებზე. მისი ნაშრომები მოიცავს იშვიათ და რთულ ენდოკრინულ შემთხვევებს, როგორიცაა:თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ჰიპოფიზის პათოლოგიები და მსუბუქი აუტონომური კორტიზოლის სეკრეცია (MACS). 2022 წელს ზალცბურგის კოლუმბიის სემინარზე (ავსტრია) დაჯილდოვდა საუკეთესო კლინიკური შემთხვევის წარდგენისთვის.
ქეთევან ჭანტურიშვილი ამერიკის ლიპიდოლოგიის საზოგადეობის სერთიფიცირებული ექიმია. მან ასევე გაიარა სერთიფიცირებული პროგრამები კლინიკურ ნუტრიციოლოგიაში Wageningen University & Research და American College of Lifestyle Medicine. ქეთევან ჭანტურიშვილი სპეციალიზებულია დიაბეტის თანამედროვე ტექნოლოგიებში, მათ შორის ინსულინის ტუმბოს თერაპიასა და უწყვეტი გლუკოზის მონიტორინგში (CGM). სერტიფიცირებულია კარგი კლინიკური პრაქტიკის (GCP) კურსით. წარმატებით ჩააბარა USMLE Step 1 გამოცდა.
ქეთევან ჭანტურიშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების (ESE) არაერთ განახლებულ სასწავლო კურსში და წარმატებით დაასრულა ამერიკის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ES) ონლაინ პროფესიული პროგრამები. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო საგრანტო დაფინანსება, მათ შორის პრესტიჟული EYES ზაფხულის სკოლის გრანტი, რომელიც გაიცა ევროპის ენდოკრინოლოგთა (ESE) საზოგადოების მიერ.
ქეთევან ჭანტურიშვილი წარმოადგენდა საქართველოს ამბასადორს AMBOSS-ის გლობალურ სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმაზე.