გრეივსის დაავადება

რა არის გრეივსის დაავადება? 

გრეივსის დაავადება (დიფუზურ ტოქსიური ჩიყვი) აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც  ჩვენს ორგანიზმში წარმოქმნილი ცილები (აუტოანტისხეულები) ააქტიურებენ ფარისებრი ჯირკვლის რეცეპტორებს. შედეგად წარმოიქმნება  ჭარბი რაოდენობით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რასაც ჰიპერთირეოზს ვუწოდებთ. 

სიმპტომები 

  • გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა

  • სიცხის აუტანლობა და ოფლიანობა 

  • წონაში კლება მომატებული მადის მიუხედავად 

  • ოფთალმოლოგიური პრობლემები (ეგზოფთალმი)

  • ხელების და თითების ტრემორი 

  • ფარისებრი ჯირკვლის გაზრდილი მოცულობა (ჩიყვი)

  • მენსტრუაციის ცვლილებები 

  • ერექციის პრობლემები ან ლიბიდოს დაქვეითება 

  • გახშირებული ნაწლავების მოქმედება 

  • დაღლილობა 

  • უძილობა 

  • ადვილად გაღიზიანება 

გრეივსის დაავადებით გამოწვეული  თვალის პათოლოგიები (გრეივისის ორბიტოპათია) 

 გრეივსის დაავადების მქონე პაციენტების 25 % -ში ვლინდება თვალის პრობლემები. აღნიშნული გართულება გავლენას ახდენს კუნთებსა და სხვა ქსოვილებზე თვალების გარშემო. სიმპტომები მოიცავს: 

  • თვალის კაკლის წინ წამოწევა 

  • უცხო სხეულის შეგრძნება 

  • თვალზე ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნება 

  • ქუთუთოების შეშუპება ან როცა თვალის დახუჭვის დროს, ქუთუთოები, სრულად არ ფარავს თვალის კაკალს. 

  • თვალის სიწითლე

  • შუქის მიმართ მომატებული მგრძნობელობა 

  • მხედველობის დაბინდვა ან გაორება

  • მხედველობის დაკარგვა 

გრეივსის დერმატოპათია 

იშვიათად, გრეივისის დაავადების მქონე პაციენტებში ვლინდება კანის გამუქება და გასქელება. აღნიშნული ცვლილება ხშირად მსუბუქი ფორმის და უმტკივნეულო სიმპტომს წარმოადგენს და ძირითადად გამოხატულია  წვივების არეში. კანის სტრუქტურა გავს ფორთოხლის კანს, რაც გამოწვეულია კანში ცილების ჩალაგებით. 

მიზეზები  

ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა ანტისხეულებს წარმოქმნის,  რომლებიც ებრძვიან ვირუსებს, ბაქტერიებს ან სხვა უცხო ნივთიერებებს. გრეივსისს დაავადების დროს იმუნური სისტემის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები მოქმედებენ ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგოდ (TRab), შედეგად ვითარდება ჰიპერთირეოზი.  

გრეივსის ორბიტოპათიის მიზეზები 

გრეივსის ორბიტოპათია შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერთირეოზის დაწყებამდე, ჰიპერთირეოზის დროს ან მის შემდგომ.  

რისკ ფაქტორები 

  • ოჯახური ისტორია 

  • სქესი: გრეივსის დაავადება უფრო ხშირია ქალებში.

  • ასაკი. უფრო ხშირად ვლინდება 30-დან 60 წლამდე 

  • სხვა აუტოიმუნური მდგომარეობა. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სხვა აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ან რევმატოიდული ართრიტი. 

  • მწეველობა. თამბაქოს მოხმარება, გავლენას ახდენს იმუნურ სისტებაზე და ზრდის გრეივსის დაავადების რისკს. გრეივსის დაავადების მქონე მწეველ პაციენტებს ეზრდებათ ორბიტოპათის განვითარების რისკი. 

გართულებები 

  • თიროიდული შტორმი იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა. 

  • კარდიოვასკულური რისკები: გულის რითმის დარღვევები და გულის უკმარისობა. 

  • ოსტეოპოროზი-ძვლის სიმკვრივის დაქვეითება. 

  • ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა, გულის უკმარისობა, წნევის ციფრების მატება. 

დიაგნოსტიკა

ლაბორატორიული კვლევები:  

  • TSH და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (FT4, FT3)

  • ანტისხეულების განსაზღვრა

ინსტრუმენტული კვლევები: 

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერა 

  • სცინტიგრაფია 

მკურნალობა 

მკურნალობის მიზანი ჰორმონების ჭარბი წარმოქმნის შეჩერებაა. 

ანტითიროიდული მედიკამენტები 

მეთიმაზოლი და პროპილთიოურაცილი ბლოკავენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნას. მკურნალობის ხანგრძლივობას  მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივია და გრძელდება >1 წელი. 

გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს გამონაყარი, სახსრების ტკივილი,  იშვიათად, ღვიძლის უკმარისობა და სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) შემცირებული რაოდენობა. მაღალი ტემპერატურის, ყელის ტკივილის ან ალერგიული რეაქციების შემთხვევაში  უნდა მიმართოთ ექიმს. 

ბეტა ბლოკერები

სიმპტომური  მკურნალობისთვის ინიშნება შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში: აჩქარებული გულის ცემა, გულის ფრიალი, შფოთვა, გაღიზიანება, სიცხის აუტანლობა, ოფლიანობა, ფაღარათი და კუნთების სისუსტე.

რადიოაქტიური იოდით მკურნალობა

რადიკალური თერაპიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც  აბის სახით მიიღება რადიოიოდინი   და   აზიანებს ჰორმონ-წარმომქმნელ უჯრედებს. მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი საშუალოდ 6 თვემდე მიიღება. 

რადიოიოდინით მკურნალობა უკუნაჩვენებია საშუალო ან მძიმე  გრეივსის ორბიტოპათიის დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.  

რადიოიოდინით მკურნალობის შემდგომ უმეტეს პაციენტებში ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ( ჰიპოთირეოზი) და საჭირო ხდება ლევოთიროქსინით ჩანაცვლებითი თერაპია. 

ქირურგია 

ქირურგია მოიცავს ფარისები ჯირკვლის ნაწილობრივ ან სრულ ამოკვეთას (თირეოიდექტომია). ოპერაციის შემდგომ ინიშნება ლევოთიროქსინით ჩანაცვლებითი თერაპია. 

Create a free website with Framer, the website builder loved by startups, designers and agencies.