ჰიპოფიზი

რა არის ჰიპოფიზი? 

ჰიპოფიზი თავის ტვინში მდებარე, მცირე ზომის ჯირკვალია, მის მიერ წარმოქმნილი ჰორმონები არეგულირებენ ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას (ფარისებრი, პარათირეოიდული, თირკმელზედა და რეპროდუქციული).  ასევე,  ასტიმულირებენ ძვლებისა და ქსოვილების ზრდას, გავლენას ახდენენ მომწიფებაზე, რძის გამოყოფასა და მშობიარობაზე.  

ჰიპოფიზი ანატომიურად იყოფა წინა და უკანა ნაწილებად. განსხვავდება მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონები და ფუნქციები. 

წინა ჰიპოფიზის ჰორმონები და მათი ფუნქციები : 

ზრდის ჰორმონი (GH) - ასტიმულირებს ზრდასა და მეტაბოლიზმს. 

პროლაქტინი (PRL) - ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ რძის წარმოქმნას.

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH) - ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლებში კორტიზოლის გამომუშავებას, რომელიც წამყვანი ჰორმონია სტრესის დროს. 

ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) - აკონტროლებს ფარისებრ ჯირკვალს, რომლის ჰორმონებიც თავის მხრივ ზემოქმედებს ყოველ უჯრედსა თუ ქსოვილზე.

მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH) - მნიშვნელოვანი ჰორმონია რეპროდუქციისთვის, ასტიმულირებს ოვულაციას ქალებში და ტესტოსტერონის გამომუშავებს მამაკაცებში.

ფოლიკულურ მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH) - ხელს უწყობს ქალებში კვერცხუჯრედის, ხოლო მამაკაცებში სპერმის გამომუშავებას. 

უკანა ჰიპოფიზის ჰორმონები და მათი ფუნქციები :  

ანტიდიურეზული ჰორმონი, ვაზოპრესინი (ADH) - ხელს უწყობს წყლის ბალანსის და არტერიული წნევის კონტროლს.

ოქსიტოცინი (OXT) - ხელს უწყობს მშობიარობას, ძუძუთი კვებას.

ჰიპერპროლაქტინემია

ჰიპერპროლაქტინემია გულისხმობს სისხლში ჰორმონი პროლაქტინის ნორმაზე მაღალ დონეს.

ფიზიოლოგიურ ნორმაში, პროლაქტინი ორსულობის დროს ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ზრდას და ხელს უწყობს რძის წარმოქმნას მშობიარობის შემდგომ (ლაქტაცია).

მამაკაცებში არეგულირებს ტესტოსტერინის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გავლენას ახდენს გუნება-განწყობასა და ენერგიის დონეზე.

გამომწვევი მიზეზები

ჰიპოფიზის სიმსივნეები (პროლაქტინომა - კეთილთვისებიანი წარმონაქმნი)

მედიკამენტები (ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზურები და სხვა)

ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია)

თირკმლის ან ღვიძლის ზოგიერთი დაავადება

ძლიერი სტრესი 

გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა

ძირითადი სიმპტომები : 

ქალებში - არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, სარძევე ჯირკვლიდან გამონადენი (გარდა ლაქტაციის პერიოდისა), უნაყოფობა. 

კაცებში - დაქვეითებული ლიბიდო, ერექციული დისფუნქცია.

საერთო სიმპტომები : 

თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემები (დიდი ზომის წარმონაქმნის შემთხვევაში)

დიაგნოსტიკა 

სისხლში პროლაქტინის დონის განსაზღვრა. 

თავის ტვინის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)

მკურნალობა 

მედიკამენტოზური - როგორც წესი მედიკამენტოზური მკურნალობა საკმარისია და დამატებით ჩარევას არ საჭიროებს.

ქირურგია - თავის ტვინში არსებული სიმსივნის ამოკვეთა, იმ შემთხვევაში თუ წარმონაქმნი დიდია, აწვება მხედველობის ნერვს და/ან მედიკამენტი არაეფექტურია. 

Create a free website with Framer, the website builder loved by startups, designers and agencies.