პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი

რა არის პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი?

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი რეპროდუქციული ასაკის ქალებში ხშირი პრობლემაა, რომელიც მენსტრუალური ციკლის დარღვევით და ანდროგენების სიჭარბით ვლინდება. ანდროგენების ჯგუფს მიეკუთვნება ჰორმონი ტესტოსტერონი. გამომწვევი მიზეზები ხშირად უცნობია, თუმცა გასათვალისწინებელია გენეტიკური და გარემო ფაქტორები.

Polycystic Ovary compared to Normal Ovary.


https://my.clevelandclinic.org/health/diseases/8316-polycystic-ovary-syndrome-pcos

სიმპტომები და ნიშნები:

  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი და უნაყოფობა.

  •  ანდროგენების სიჭარბის ნიშნები: ჰირსუტიზმი (თმიანობა სახის, გულმკერდის, ზურგისა და მუცლის არეში), აკნე, თმის ცვენა.

  • საკვერცხის მრავლობითი ფოლიკულები ან კისტები.

  • ჭარბი წონა, სიმსუქნე, წონაში კლების გართულება.

  • კანის ცვლილებები: კისრის, საზარდულისა და იღლიის მიდამოში კანის    ჰიპერპიგმენტაცია.


ჰორმონები, რომლების გავლენას ახდენენ PCOS ზე: ტესტოსტერონი და ანდროსტენედიონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH), ფოლიკულების მასტიმულირებელი ჰორმონი (FSH), ესტროგენი, პროგესტერონი, ინსულინი.


https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pcos/symptoms-causes/syc-20353439

დიაგნოსტირებისთვის საჭიროა პაციენტის სამედიცინო ისტორია, ფიზიკალური გასინჯვა, ლაბორატორიული (მაგ: ტესტოსტერონი) და რადიოლოგიური მონაცემები (საკვერცხეების ულტრაბგერა).

მკურნალობა 

მკურნალობის შერჩევა ინდივიდუალურია, მოიცავს როგორც ცხოვრების წესის გაჯანსაღებას, ასევე მედიკამენტოზურ მკურნალობას.  მკურნალობის ტაქტიკა დაფუძნებულია პაციენტის სამომავლო ოსრულობის გეგმაზე. მნიშვნელოვანია გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის ჩართულობა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი დიეტა, დაბალანსებული და მდიდარი ნუტრიენტებით სავსე, ფიზიკური აქტივობა

მედიკამენტები:

  • პერორალური კონტრაცეპტივები-მენსტრუალური ციკლის დარეგულირებისთვის, აკნესა და ჭარბთმიანობის გასაუმჯობესებლად.

  • ანტი- ანდროგებული მედიკამენტები- ამცირებენ ტესტოსტერონის სიჭარბის ეფექტებს.

  • მეთფორმინი- არეგულირებს ინსულინის მუშაობას, შაქრის ცვლას და დადებით გავლენას ახდენს საკვერცხის ფუნქციაზე.

ორსულობის სურვილის შემთხვევაში დამატებითი მკურნალობა განისაზღვრება გინეკოლოგის ან რეპროდუქტოლოგის ჩართულობით.

შესაძლო გართულებები:

  • უნაყოფობა

  • ენდომეტრიული სიმსივნე 

  • მეტაბოლური სინდრომი (ჭარბი წონა, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, ნახშირწყლების ცვლის დარღვევა) 

  • ძილის აპნოე

  • დეპრესია და შფოთვა

  • გესტაციური დიაბეტი ან ჰიპერტენზია

  • ღვიძლის გაცხიმოვნება

Create a free website with Framer, the website builder loved by startups, designers and agencies.