ენდოკრინოლოგია

 რას შეისწავლის ენდოკრინოლოგია ?  

ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ენდოკრინულ სისტემას, მის დაავადებებსა და ჰორმონებს. ენდოკრინული სისტემა მოიცავს ისეთ ჯირკვლებს, როგორებიცაა ფარისებრი, პარათიროიდული, თირკმელზედა, სასქესო ჯირკვლები (საკვერცხეები ან სათესლეები), პანკრეასი და ჰიპოფიზი, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰორმონებს და არეგულირებენ მეტაბოლიზმს, ზრდას, რეპროდუქციასა და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს.

რა დაავადებებს მართავს ენდოკრინოლოგი?

ენდოკრინოლოგი არის ექიმი, რომელიც სპეციალიზდება ენდოკრინული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

რას აკეთებს ენდოკრინოლოგი კლინიკურ პრაქტიკაში?

  1. ჰორმონალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

    • შეისწავლის პაციენტის სამედიცინო ისტორიას (ანამნეზი), ატარებს ფიზიკალურ გასინჯვას

    • გეგმავს და ინტერპრეტაციას  უკეთებს ლაბორატორიულ კვლევებს (მაგ. სისხლში ჰორმონების დონე, გლუკოზის ტესტები)

    • გეგმავს რადიოლოგიურ გამოკვლვებს (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერა, თავის ტვინის მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფია და სხვა)

  2. ენდოკრინული დაავადებების მართვა

    • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1 და ტიპი 2, ორსულთა დიაბეტი და სხვა)

    • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, კვანძები, ჩიყვი და სხვა )

    • ოსტეოპოროზი და ძვლოვანი დაავადებები (პარათირეოიდული ჯირკვლის დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი და სხვა)

    • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (ჰიპერალდოსტერონიზმი, კუშინგის სინდრომი, ადისონის დაავადება და სხვა)

    • ჰიპოფიზის დაავადებები (აკრომეგალია, პროლაქტინომა და სხვა )

    • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) და სხვა რეპროდუქციული ჰორმონული დარღვევები

    • სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები

  3. პაციენტის ხანგრძლივი მეთვალყურეობა და მართვა:

    • მეტაბოლური დაავადებების დროს ზრუნავს პაციენტის განათლებასა და ინფორმირებულობაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ 

    • მუშაობს ქრონიკული დაავადებების  გართულებების პრევენციაზე, როგორებიცაა დიაბეტური ნეიროპათია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ოსტეოპოროზული მოტეხილობები ა.შ.

  4. თანამშრომლობა სხვა სპეციალისტებთან

    • თანამშრომლობს ოჯახის ექიმებთან, კარდიოლოგებთან, ნეფროლოგებთან, გინეკოლოგებთან და სხვა.

    • საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს პაციენტებს ქირურგიულ მკურნალობაზე (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია)

ენდოკრინოლოგები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფენ პაციენტების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

Create a free website with Framer, the website builder loved by startups, designers and agencies.