ჰიპოგლიკემია
რა არის ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე)
ჰიპოგლიკემია ნიშნავს სისხლში შაქრის დაბალ დონეს (<70 მგ/დლ). ჰიპოგლიკემია შესაძლოა იყოს საგულისხმო, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის.
დაბალი შაქრის დროს აუცილებელია სწრაფად მივიღოთ ტკბილი პროდუქტი მაგალითად წვენი, კანფეტი ან შაქრის აბი. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენს გარშემო მყოფებს (ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს) შეეძლოთ დაბალი შაქრის ნიშნების ამოცნობა და დროული რეაგირება.
რა არის ჰიპოგლიკემის რისკ ფაქტორები?
გარკვეული შაქრის დამწევი/მარეგულირებელი მედიკამენტები
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
კვებების გამოტოვება, ხშირი შიმშილი
ფიზიკური აქტივობა და არასაკამრისი კვება
წონის დეფიციტი
ასაკი
რა ნიშნები აქვს ჰიპოგლიკემიას?
მსუბუქი ნიშნები:
თავბრუსხვევა ან კანკალი
აჩქარებული გულის ცემა
ოფლიანობა
სისუსტე ან შიმშილის შეგრძნება
განწყობის ცვლილებები ან გაღიზიანება
მძიმე სიმპტომები:
მხედველობის დაბინდვა
დაბნეულობა ან კონცენტრაციის დაქვეითება
დაბუჟება ან ჩხვლეტა (განსაკუთრებით ტუჩებზე ან სახეზე)
გონების დაკარგვა ან კრუნჩხვები
გაფითრებული კანი
როგორ ვიმოქმედოთ ჰიპოგლიკემიის დროს?
მსუბუქი სიმპტომების დროს გამოიყენეთ “15/15 წესი”:
მიირთვით 15 გრამი მარტივი ნახშირწყალი (მაგალითად: 4 გლუკოზის აბი (4 ჩ/კ შაქარიანი წყალხსნარი), ნახევარი ჭიქა წვენი ან ტკბილი გაზიანი სასმელი).
დაელოდეთ 15 წუთი და გადაამოწმეთ სისხლში შაქრის დონე.
თუ კვლავ დაბალია, მიიღეთ 15 გრამი შაქარი და გადაამოწმეთ 15 წუთში.
გაიმეორეთ ეს ნაბიჯები, მანამ სანამ შაქრის დონე არ დაუბრუნდება ნორმას.
მძიმე სიმპტომების დროს დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფო დახმარების ბრიგადას.
რჩევები ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის
სასურველია, რომ თქვენს გარშემო მყოფებმა იცოდნენ ჰიპოგლიკემიის ნიშნები და დახმარების გზები. სასურველია ხელთ ჰქონდეთ ტკბილეული, მაგალითად კანფეტები ან წვენი, ასეთი შემთხვევებისთვის.