შაქრიანი დიაბეტი

რა უნდა ვიცოდეთ შაქრიანი დიაბეტის შესახებ: ტიპები, სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა

შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტი მელიტუსი, ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლში შაქრის (გლუკოზა) მაღალი დონით, რაც გამოწვეულია ინსულინის წარმოქმნის ან მოქმედების შეფერხებით. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც პანკრეასი აწარმოებს და რომელიც ჩვეულებრივ არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. როდესაც ეს პროცესი ფერხდება, გლუკოზა იმატებს სისხლში და იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებას. 

დიაბეტის ტიპები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი: ცნობილი როგორც ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი, ვითარდება, როდესაც სხეულის იმუნური სისტემა შეცდომით აზიანებს ინსულინის გამომმუშავებელ უჯრედებს პანკრეასში. შედეგად, სხეული ვეღარ აწარმოებს საკმარის ინსულინს, რაც იწვევს სისხლში შაქრის ზრდას. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი უხშირესად ვითარდება ბავშვებში, თუმცა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. რადგან სხეული ვერ ახდენს ინსულინის გამომუშავებას, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტები საჭიროებენ მუდმივ ინსულინოთერაპიას სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის.

ტიპი 2 შაქრიანი  დიაბეტი: ადრე ცნობილი როგორც მოზრდილების დიაბეტი ან ინსულიდამოუკიდებელი დიაბეტი, ვლინდება მაშინ, როდესაც სხეული კვლავ აწარმოებს ინსულინს, თუმცა უჯრედები აღარ რეაგირებენ. ამას ეწოდება ინსულინო რეზისტენტობა. დროთა განმავლობაში, პანკრეასმა შეიძლება ვეღარ შეძლოს საკმარისი ინსულინის გამომუშავება, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის ზრდას. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ძირითადად გავრცელებულია პაციენბტებში 30 წლის ზევით და/ან ვისაც აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე. თუმცა, ჭარბი წონისა და სიმსუქნის, როგორც ქრონიკული დაავადების  გაახალგაზრდავების  გამო, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი შეიძლება ახლა ხშირად შეგვხვდეს ახალგაზრდებში, მათ შორის თინეიჯერებსა და ბავშვებში. განსხვავებით ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტისგან, ტიპი 2 ზოგჯერ შეიძლება იმართოს მხოლოდ ცხოვრების წესის ცვლილებებით, მაგრამ ბევრი პაცინეტი საბოლოოდ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტი მოზრდილებში (LADA): ზოგჯერ ეწოდება ტიპი 1.5 დიაბეტი, რომელიც გავს როგორც ტიპი 1 შაქრიან დიაბეტს ასევე ტიპ 2 შაქრიან დიაბეტს. არის აუტოიმუნური მდგომარეობა, როგორც ტიპი 1, მაგრამ უფრო ნელა ვითარდება, ხშირად ვლინდება ზრდასრულ ასაკში. პირველად, შეიძლება გამოვლინდეს,  როგორც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ დროთა განმავლობაში სხეული იწყებს ინსულინის არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავებას, რაც საჭიროებს ინსულინო თერაპიას.

გესტაციური დიაბეტი ვითარდება ორსულობის პერიოდში და გამოწვეულია ინსულინის შეფერხებული მუშაობით. ქალებში, რომლებსაც დიაგნოზირებული აქვთ გესტაციურ დიაბეტი, უფრო დიდი რისკი აქვთ, რომ მოგვიანებით განვუვთარდეთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ასევე, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის რისკი იზრდება ბავშვები, რომელთა დედებსაც დაუდგინდათ გესტაციურ დიაბეტი მუცლად ყოფნის დროს.  

პრედიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონე ნორმაზე უფრო მაღალია, მაგრამ არა იმდენად, როგორც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს. კარგი ამბავია ის, რომ ცხოვრების წესის შეცვლა,  როგორიცაა ჯანსაღი კვებითი რეკომენდაციების დაცვა, ფიზიკური აქტივობა და წონის გაჯანსაღება, შეიძლება დაეხმაროს პრედიაბეტის პროგრესის შეფერხებასა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებს 

დიაბეტის სიმპტომები

  • ძლიერი წყურვილი და ბევრი სითხის მიღება (პოლიდიპსია)

  • ხშირი შარდვა (პოლიურია)

  • აუხსნელი წონის კლება 

  • ძლიერი შიმშილი

  • დაღლილობა და სისუსტე

  • ბუნდოვანი მხედველობა

  • ჭრილობების ნელი შეხორცება

  • ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნბეა 

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს სიმპტომები სწრაფად ვითარდება, ხშირად რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხოლო ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, სიმპტომები შეიძლება თანდათან გამოვლინდეს ან შესაძლოა დიდი ხანი უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

როგორ ისმევა შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი?

დიაბეტის დიაგნოზირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის სიმპტომების და სისხლის ანალიზების საფუძველზე.

  1. სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა უზმოდ:  გვაჩვენებს სისხლში შაქრის დონეს. რეკომენდირებულია ბოლო კვებიდან მინიმუმ 8 საათის შემდგომ ჩატარება. 

  2. გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი (OGTT): ზომავს სისხლში შაქრის დონეს უზმოდ 1-2 საათში გლუკოზის შემცველი წყალ-ხსნარის მიღებიდან.

  3. გლიკოზირებული ჰემოგლობინი A1c (HbA1c) ტესტი: ასახავს სისხლში შაქრის საშუალო დონეს ბოლო 3 თვის განმავლობაში. 

  4. რანდომულად გაზომილი შაქრის ტესტი სისხლში: თუ სისხლში შაქრის მაჩვენელი 200 მგ/დლ (11.1 მმოლ/ლ) ან მაღალია ნებისმიერ დროს, და პაციენტს აქვს შესაბამისი სიმპტომები, სავრაუდოა იყოს დიაბეტი.

თუ გაქვთ აღნიშნული სიმპტომები ან რისკ ფაქტორები დიაბეტისთვის დამახასიათებელი, მნიშვნელოვანია ენდორკინოლოგთან ვიზიტი, დიაგნოზის დასმის და შესაბამისი მართვისთვის. სისხლში შაქრის კონტროლი ეხმარება გართულებების თავიდან აცილებას, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის პრობლემები, ნერვული სისტემის დაზიანება და მხედველობის გაუარესება. 

როგორ მკურნალობენ შაქრიან დიაბეტს? 

დიაბეტის მართვა მოიცავს ცხოვრების წესის გაჯანსაღებას, მედიკამენტებისა და რეგულარული მონიტორინგის კომბინაციას. მიზანი არის სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი გზა დიაბეტის მართვისთვის, განსაკუთრებით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, არის ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა.

  • ჯანსაღი კვება: რადგან ნახშირწყლები პირდაპირ გავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონეზე, დღიური ნახშირწყლების პროცენტის დათვლა და სწორი ნუტრიენტებით მდიდარი საკვების არჩევა არის დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბოსტნეულით, ცილებით, მთელმარცვლოვანი პროდუქტით და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარ კვებას შეუძლია შეინარჩუნოს სისხლში შაქრის სტაბილურობა.

  • ფიზიკური აქტივობა: ვარჯიში აუცილებელია, რადგან აქტიური კუნთები უფრო ეფექტურად იყენებენ გლუკოზას, რაც სისხლში ამცირებს შაქრის დონეს. რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, ცურვა ან ველოსიპედზე ვარჯიში ეხმარება სისხლში შაქრის შემცირებას და ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაუმჯობესებას.

ბევრ პაციეტთან, ვისაც აქვს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ცხოვრების წესის ცვლილებები საკმარისია სისხლში შაქრის კონტროლის გასაუმჯობესებლად. თუმცა, როდესაც სწორი კვება და ვარჯიში არ არის საკმარისი, მედიკამენტები შეიძლება გახდეს საჭირო.

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი: ინსულინით თერაპია

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მთავარი სტრატეგია ინსულინოთერაპიაა. 

ინსულინის მიღების რამდენიმე გზა არსებობს:

  • ინსულინის კალამი: უფრო კომფორტული ვარიანტი, რომელიც წინასწარ გაწერილ დოზებს გვთავაზობს.

  • ინსულინის ტუმბო: მცირე მოწყობილობა, რომელიც მუდმივად ამარაგებს ორგანიზმს ინსულინით მთელი დღის განმავლობაში.

ინსულინის მიწოდების მეთოდი დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე და უნდა გადაწყდეს მკურნალ ენდოკრინოლოგთან ერთად.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი: მედიკამენტების ვარიანტები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ცხოვრების წესის ცვლილებები არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თუმცა, თუ სისხლში შაქრის დონე მაღალი რჩება, მედიკამენტების გამოყენება შეიძლება საჭირო გახდეს. მედიკამენტების არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებაზე.

ეს მედიკამნეტებია:

  1. მეტფორმინი: ხშირად პირველი მედიკამენტია, რომელიც ამცირებს გლუკოზის წარმოქმნას ღვიძლიდან და ზრდის გლუკოზის მოხმარებას.

  2. SGLT2 ინჰიბიტორები: ზრდის შარდში გლუკოზის გამოყოფას და შესაბამისად ამცირებს სისხლში მის დონეს.

  3. GLP-1 რეცეპტორების აგონისტები: ეხმარება ინსულინის გამოყოფას და ამცირებს საჭმლის მონელების პროცესს, რაც ამცირებს გლუკოზის პიკებს.  

  4. ინსულინოთერაპია: ზოგი პაციენტი შესაძლოა საჭიროებდეს ინსულინს, თუ სხვა მედიკამენტები არ არის საკმარისი.

სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი: როგორ გავიგოთ, რომ სწორ გზაზე ვართ?

მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის რეგულარული მონიტორინგი. ამისათვის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

მონიტორინგი სახლში

  1. გლუკომეტრი: პატარა მოწყობილობა, რომელიც ტესტავს სისხლის შაქარს თითის წვერის სინჯით. გამოყენების სიხშირე ინდივიდუალურია.

  2. უწყვეტი გლუკოზის მონიტორინგი (CGM): სენსორი, რომელიც მაგრდება კაქვეშ, ზომავს შაქრის დონეს რეალურ დროში და გადასცემს მონაცემებს ტელეფონს ან ინსულინის ტუმბო. CGM საშუალებას იძლევა უფრო დეტალური ანალიზის, რაც არ საჭიროებს დამატებით თითიდან შაქრის ზომვას. 

ლაბორატორიული ტესტირება

  1. HbA1c ტესტი (გლიკოზილირებული ჰემოგლობინის ტესტი): ეს სისხლის ტესტი, რომელიც კეთდება ყოველ 3 თვეში ერთხელ, ასახავს საშუალო შაქრის დონეს. ის ეხმარება შეფასებას, თუ რამდენად კარგად ხდება დიაბეტის მართვა.

პაციენტები, ვინც რეგულარულად იცავენ ცხოვრების წესის ცვლილებებს, იღებენ მედიკამენტებს დანიშნულებისამებრ და არიან მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ცხოვრების ხარისი მნიშვნელოვნად უმჯობესდებათ.

დიაბეტის გართულებები: რა უნდა ვიცოდეთ

დიაბეტის გართლებები ხდება იმიტომ, რომ სისხლში მაღალი შაქარი დროთა განმავლობაში აზიანებს სისხლძარღვებს.საბედნიეროდ, დიაბეტის ეფექტური მართვა, მისი გართულებების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. 

რა არის შესაძლო გართულებები?

  1. თვალის პრობლემები (დიაბეტური რეტინოპათია)

  2. თირკმლის დაავადება (დიაბეტური ნეფროპათია)

  3. ნერვული სისტემის დაზიანება (დიაბეტური ნეიროპათია)

  4. გულის დაავადებები 

დიაბეტი ზრდის გულის შეტევის და ინსულტების რისკს. ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება და არტერიული წნევისა და ქოლესტერინის (ცხიმები სიხლში) მაჩვენებლის მართვა ეხმარება ამ რისკის შემცირებაში.

როგორ შეიძლება ავიცილოთ ეს გართულებები?

გართულებების თავიდან აცილების საკვანძო ელემენტი არის სისხლში შაქრის ნორმლური მაჩვენებლის შენარჩუნება.

რა უნდა გავითვალისწინოთ:

  1. შაქრის რეგულარული მონიტორინგი 

  2. წელიწადში ერთხელ რეომენდირებულია ჩაიტაროთ შარდის ანალიზი, რათა შეამოწმოთ თირკმლის დაავადების პირველადი ნიშნები (მიკროალბუმინის დონის გაზომვა).

  3. ყოველ ამბულატორიულ ვიზიტზე სასურველია შემოწმდეს არტერიული წნევა

  4. წელიწადში ერთხელ რეომენდირებულია ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის განსაზღვრა, რათა შევამციროთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.

  5. წელიწადში ერთხელ რეომენდირებულია ჩატარდეს ოფთალმოლოგიური გამოკვლევა

  6. წელიწადში ერთხელ რეომენდირებულია შემოწმდეს ქვედა კიდურები, მათ შორის ჩატარდეს ნერვული ფუნქციის ტესტი (მონოფილამენტი ტესტი), რომ შემოწმდეს ნეიროპათიის ნიშნები.

ამ ნაბიჯების მიყოლა, სწორი კვებითი რეკომენდაციები, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სწორი მედიკამენტების გამოყენება ამცირებს ჩამოთვლილი გართულებების განვითარების რისკს. 

Create a free website with Framer, the website builder loved by startups, designers and agencies.